Terms of service
მომსახურების პირობები (Terms of Service) — cafesrichardgeorgia.com
ბოლო განახლება: 21.01.2026
მოგესალმებით ვებგვერდზე cafesrichardgeorgia.com ვებგვერდზე შესვლით და/ან შეკვეთის განთავსებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ.
1) ჩვენ შესახებ
ვებგვერდს ოპერირებს შპს სთრაიქოილი
დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ გამოიყენოთ კონტაქტის გვერდი.
2) ვებგვერდის გამოყენება
მომხმარებლის მხრიდან ვებგვერდის გამოყენება უნდა მოხდეს კანონიერად და არ განხორციელდეს:
- თაღლითური/ცრუ შეკვეთები;
- ვებგვერდის მუშაობის შეფერხება, სისტემაში უკანონო შეღწევის მცდელობა;
- ვებგვერდის კონტენტის (ტექსტი/ფოტო/დიზაინი) უნებართვო კოპირება, „სქრეიპინგი“ ან არასათანადო გამოყენება.
თაღლითობის ან ბოროტად გამოყენების ეჭვის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ წვდომა ვებგვერდზე ან გავაუქმოთ შეკვეთა.
3) პროდუქცია და მარაგი
ჩვენ ვცდილობთ პროდუქციის აღწერაც და ვიზუალიც მაქსიმალურად ზუსტი იყოს, თუმცა:
- პროდუქტის ფოტოები შეიძლება იყოს საილუსტრაციო და შეფუთვა/დიზაინი დროდადრო იცვლებოდეს;
- გემოს აღწერები სუბიექტურია;
- მარაგი შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
- თუ შეკვეთის შემდეგ აღმოჩნდება, რომ პროდუქტი აღარ არის მარაგში, დაგიკავშირდებით და შეგთავაზებთ ალტერნატივას (თქვენი თანხმობით) ან განვახორციელებთ თანხის დაბრუნებას.
4) შეკვეთა და დადასტურება
შეკვეთის განთავსების შემდეგ თქვენ მიიღებთ დადასტურებას ელექტრონულ ფოსტაზე.
შეკვეთა დადასტურებულად ითვლება მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყებთ დამუშავებას და თქვენთან შევათანხმებთ მიწოდებას.
ჩვენ უფლება გვაქვს, უარი ვთქვათ შეკვეთაზე ან გავაუქმოთ იგი შემდეგ შემთხვევებში:
- ტექნიკური შეცდომა/ფასის არასწორი მითითება;
- თაღლითობის ეჭვი;
- პროდუქტის მარაგის არქონა.
თუ შეკვეთა გაუქმდება გადახდის შემდეგ, თანხა დაგიბრუნდებათ.
5) ფასები და გადახდა
- ფასები მითითებულია ვებგვერდზე და შესაძლებელია განახლდეს ნებისმიერ დროს.
- თქვენგან ჩამოიჭრება ის ფასი, რაც დაფიქსირებულია ჩექაუთის ეტაპზე შეკვეთის განთავსების დროს.
- გადახდის მეთოდები განისაზღვრება ჩექაუთზე და შესაძლოა შეიცვალოს.
- თუ ფასში აშკარა შეცდომაა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ შეკვეთა და დაგიბრუნოთ თანხა.
6) მიწოდება
მიტანა ხორციელდება კომპანია StrikeOil-ის სადისტრიბუციო აგენტის მიერ. შეკვეთის განხორციელების შემდეგ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და შეგითანხმდებათ მიწოდების დრო.
სტანდარტული მიწოდება: 2–3 სამუშაო დღე.
იმავე დღის მიწოდებ-ის არჩევის შემთხვევაში შეკვეთები მიიღება 20:00-მდე; მიწოდება ხორციელდება 21:00–23:00 საათებში.
მიწოდების დრო შესაძლოა შეიცვალოს ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზებით (მაგ., ამინდი, გზები, ფორს-მაჟორი). გთხოვთ, შეკვეთისას სწორად მიუთითოთ მისამართი და ტელეფონის ნომერი — არასწორი მონაცემებით გამოწვეული ვერ-მიტანილი შეკვეთის შემთხვევაში შესაძლოა გახდეს საჭირო განმეორებითი მიწოდება/გადატანა.
7) დაბრუნება და გადაცვლა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კმაყოფილება. პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა ხდება შემდეგი პირობებით:
- დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია მიღებიდან 2 დღის განმავლობაში;
- პროდუქტის შეფუთვა უნდა იყოს დაუზიანებელი და ხელუხლებელი;
- დასაყენებელი ჩაი (Loose-leaf tea) არ ექვემდებარება დაბრუნებას ან გადაცვლას.
დაბრუნების/გადაცვლის მოთხოვნისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კონტაქტის გვერდიდან და მოგვაწოდოთ შეკვეთის ნომერი (და საჭიროების შემთხვევაში ფოტოები).
8) დაზიანებული ან არასწორი პროდუქტი
თუ შეკვეთა მოგივიდათ დაზიანებული, ან მიიღეთ არასწორი პროდუქტი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ რაც შეიძლება სწრაფად (სასურველია მიღების დღესვე) და გამოგვიგზავნოთ ფოტოები, რათა პრობლემის ოპერატიულად მოგვარება შევძლოთ (შეცვლა/თანხის დაბრუნება შემთხვევის მიხედვით).
9) აქციები და ფასდაკლების კოდები
ფასდაკლების კოდები:
- შეიძლება იყოს ვადიანი და შეზღუდული გამოყენებით;
- როგორც წესი, არ ჯამდება სხვა კოდებთან, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული;
- არასწორი გამოყენების/ბოროტად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს.
10) ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდზე განთავსებული კონტენტი (ლოგო, ფოტოები, ტექსტები, დიზაინი) წარმოადგენს ჩვენს ან უფლებამოსილი პარტნიორების საკუთრებას/გამოყენების საგანს. მათი კომერციული მიზნით გამოყენება დაუშვებელია წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
11) პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტის უზრუნველსაყოფად. კანონით დასაშვებ ფარგლებში:
- ჩვენ არ ვაგებთ პასუხს არაპირდაპირ/შემდგომ ზიანზე;
- არ ვართ პასუხისმგებელი ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეულ შეფერხებებზე;
- შეკვეთასთან დაკავშირებული ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა არ აღემატება შეკვეთის ღირებულებას.
12) კონფიდენციალურობა
პერსონალური მონაცემების დამუშავება აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში (Privacy Policy).
13) მოქმედი სამართალი
წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო დავები განიხილება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში.
14) პირობების ცვლილება
ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ ეს პირობები. თქვენს შეკვეთაზე ვრცელდება ის ვერსია, რომელიც მოქმედებდა შეკვეთის განთავსების მომენტში.