ყავა ჩვენი ყოველდღიურობისა - რამდენი ფინჯანი და როდის?
Share
ყავასთან დაკავშირებული ბავშვობის ერთ-ერთი განსაკუთრებული მოგონებაა ბებიაჩემის მიერ მოდუღებული და ერთ კოვზ ლიქიორთან გაზავებული ფინჯანი ყავა.
ბებია არასოდეს არ უგულებელყოფდა მისთვის ესოდენ ძვირფას რიტუალს და ამიტომაც ბრაზილიური ხსნადი ყავის მარაგები ჩვენს სახლში ულევი იყო.
ყოველთვის მაინტერესებდა რატომ სვამდა ეს ექიმი ქალი ამდენ კოფეინს, მით უმეტეს რომ უფროსებისგან სულ მესმოდა: ბევრი ყავა საშიშია, ბავშვები ყავას არ სვამენ…
დღეს, როდესაც ბევრი სამეცნიერო კვლევა არსებობს ამ არომატულ და მატონიზირებელ სასმელზე, მოდით ერთად განვიხილოთ ყავის ყველა დადებითი თვისება და იმ შეზღუდვებზეც ვისაუბროთ, რომელიც ყავის გადამეტებულ მოხმარებას შეიძლება მოჰყვეს.
ყავა - მხოლოდ სასიამოვნო სასმელი?
ყავა მხოლოდ გამამხნევებელი და სასიამოვნო სასმელი კი არ არის, არამედ პატარა პაუზაცაა.
ბევრისთვის დილის პირველი ფინჯანი ან შუადღის შესვენება ყავაზე დღის ყველაზე საყვარელი 5 წუთია: თბილი ფინჯანი, მოკლე საუბარი ან სულაც დრო საკუთარ თავთან.
დღეს სულ უფრო და უფრო მეტ კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ: ყავის ზომიერი მოხმარება ხშირად დაკავშირებულია გარკვეულ დადებით ეფექტებთან.
BMJ-ში (British Medical Journal) გამოქვეყნებულმა დიდმა მიმოხილვამ – ყავის მოხმარება და ჯანმრთელობა, რომელიც 200-ზე მეტ კვლევას აჯამებდა, აჩვენა, რომ დღეში 3–4 ფინჯანი ყავა ბევრ შემთხვევაში სასარგებლოა, ვიდრე დამაზიანებელი.
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის Nutrition Source-ის მიმოხილვებიც მიუთითებს, რომ ზომიერად ყავის მირთმევა (დაახლოებით 2–4 ფინჯანი დღეში) ხშირად ასოცირდება:
· გულის დაავადებების ოდნავ უფრო დაბალ რისკთან
· მე-2 ტიპის დიაბეტის რისკის შემცირებასთან
· ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ამცირებდეს ინსულტის რისკებს
ალბათ დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის ზომიერი რაოდენობით ყავა შეიძლება გახდეს სრულყოფილი ყოველდღიურობის ნაწილი.
მიუხედავად ამისა, არის გარემოებები როდესაც ყავა საუკეთესო არჩევანი ვერ იქნება. ყურადსაღებია, რომ ყავის მოხმარება უნდა შევზღუდოთ:
- ორსულობის შემთხვევაში
- არითმიის ან არაკონტროლირებადი მაღალი წნევისას
- მაშინ, როცა გვაწუხებს შფოთვა ან უძილობა
- ვართ ძალიან მგრძნობიარენი კოფეინის მიმართ
აქვე პატარა პრაქტიკულ წესებსაც გაგიზიარებთ:
- ნუ დალევთ ყავას უზმოზე, თუ კუჭის პრობლემები გაწუხებთ
- ბოლო ფინჯანი, ძილის წინ მინიმუმ 6 საათით ადრე მიირთვით
- ყურადღება მიაქციეთ რას ამატებთ ყავაში: ბევრი შაქარი და სიროფი სასმელს ერთგვარ დესერტად აქცევს
ვინც ყავის გემოს ვერ ელევა, მაგრამ კოფეინისადმი მგრძნობიარეა, უკოფეინო ყავა მშვენიერი გამოსავალია
თუ შევაჯამებთ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანმრთელი ზრდასრულების უმრავლესობისთვის ზომიერი ყავის მოხმარება, როგორც წესი უსაფრთხოა და ხშირად უკავშირდება რამდენიმე პოტენციურად დადებით ეფექტს.
„ზომიერი“ რაოდენობა კი ისაა, რომელიც:
- გეხმარებათ კონცენტრაციაში
- არ გირღვევთ ძილს
- თქვენი ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილია
იმისთვის რომ თქვენი ყავის შესვენება ნამდვილ სიამოვნებად იქცეს და შეძლოთ ახალი გემოებისა და ნაზავების აღმოჩენა, შემოიხედოთ ჩვენს ონლაინ-მაღაზიაში და დაათვალიერეთ Cafés Richard–ის ყავების კოლექცია საქართველოში.