ფრენჩ პრესი (French Press) - გზამკვლევი იდეალური გემოს მისაღებად

ფრენჩ პრესი (French Press) - გზამკვლევი იდეალური გემოს მისაღებად

ალბათ ყველას გსმენიათ ყავის მომზადების ამ მეთოდზე და ბევრს სახლშიც გექნებათ ეს ძალიან მოსახერხებელი და მარტივი მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია გემრიელი და ამავდროულად ტრადიციული ყავის მოდუღება.

ფრენჩ პრესის ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია სახლში ყავის მოსამზადებლად. თუმცა თუ გსურთ, რომ თქვენი ყავა გამოირჩეოდეს არომატული ნოტებით და დაბალანსებული გემოთი, საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება.

ჩვენი ბლოგიდან გაიგებთ, ფრენჩ პრესის ყავის მომზადების პატარა სიდუმლოებებს და იმ ნიუანსებს, რომლებიც დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.


ფრენჩ პრესის ისტორია: როგორ შეიქმნა ეს მეთოდი

მიუხედავად სახელისა - ფრენჩ პრესი, მხოლოდ საფრანგეთთან არ არის ასოცირებული. მისი ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება, როდესაც 1852 წელს ფრანგმა გამომგონებლებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ყავის დაფქულ მარცვლებსა და წყალს ერთად აზავებდა და შემდეგ ფილტრის მეშვეობით აცალკევებდა.

1929 წელს იტალიელმა დიზაინერებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს კონსტრუქცია და დააპატენტეს ის მექანიზმი, რომელიც დღესაც გამოიყენება - მინის ჭურჭელი, მეტალის ფილტრი და პლუნჟერი.

მას შემდეგ ფრენჩ პრესი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ყავის მომზადების მეთოდი მსოფლიოში, როდესაც ყავის ბუნებრივი ზეთების შენარჩუნების გზით, ყავა წარმოაჩენს არომატების და გემოს მრავალფეროვნების სრულ სპექტრს.  


სწორი დაფქვა – ფრენჩ პრესის ყავის საფუძველი

ფრენჩ პრესისთვის აუცილებელია მსხვილი დაფქვა. სწორად დაფქული ყავა უზრუნველყოფს უკეთეს ექსტრაქციას და გემოს. ჩვენი რჩევა იქნება გამოიყენოთ სპეციალურად ფრენჩ პრესისთვის დაფქული ყავა.

ასევე მნიშვნელოვანია ყავის და წყლის პროპორციის დაცვა. იდეალური თანაფარდობაა 1:15 (ყავა : წყალი). მაგალითად 500 მლ წყალზე 33 გრამი ყავა დაგჭირდებათ, რაც დაახლოებით 6 ჩაის კოვზია. თუ სამზარეულოს სასწორი გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ, სხვა შემთხვევაში კი ჩაის კოვზის სისწორეს დავჯერდეთ.

ეს პროპორცია უზრუნველყოფს დაბალანსებულ გემოს და სტაბილურ შედეგს.

ფრენჩ პრესის ყავის გემრიელი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურაც. იდეალურია თუ წყალი 90°C იქნება, რადგან  ძალიან ცხელი წყალი ყავას ზედმეტად ადუღებს და  მწარე გემოს აძლევს, დაბალი ტემპერატურა კი არასრულ ექსტრაქციას იწვევს. პრაქტიკული რჩევა: ადუღების შემდეგ დაელოდეთ 30 წამი და ისე დაასხით წყალი.


პატარა საიდუმლოებები საუკეთესო ფრენჩ პრესის მისაღებად

☕ ბლუმი (Bloom) არის მნიშვნელოვანი ეტაპი ფრენჩ პრესის ყავის მომზადებისას.

როგორ გავაკეთოთ:

  1.  დაასხით მცირე რაოდენობის ცხელი წყალი ყავაზე
  2. დაელოდეთ 30–45 წამი

ეს პროცესი აუმჯობესებს არომატს და ექსტრაქციის ხარისხს

☕ დაყენება ფრენჩ პრესის ყავის დაყენების რეკომენდებული დროა 4 წუთია.

თუ ნაკლები დროით დავაყენებთ, ყავა შეიძლება სუსტი გემოთი გამოირჩეოდეს. თუ ზედმეტ დროს დავაყოვნებთ, შეიძლება ოდნავ მეტი სიმწარე გამოავლინოს. დროის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია გემოს სტაბილურობისთვის

ნუ დატოვებთ ყავას ფრენჩ პრესში: შუშის ჭურჭელში დატოვებული ყავა აგრძელებს ექსტრაქციას, რაც გემოს აფუჭებს. უმჯობესია მომზადებული ყავა სხვა ჭურჭელში გადავიტანოთ. 

გვჯერა, რომ ჩვენი რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ ყოველდღიურად მოამზადოთ არომატული და დაბალანსებული ყავა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

Cafés Richard -ის დაფქული ყავების კოლექცია სრულიად თავსებადია ფრენჩ პრესთან.

ბლოგზე დაბრუნება