ყავის კლასიკა მარტივად: Espresso, Americano, Cappuccino, Latte და სხვა
Share
ყავა მხოლოდ ჩვენი საყვარელი სასმელი არ არის — ეს არის კულტურა, ჩვევა და ზოგჯერ პატარა ისტორიაც ერთ ფინჯანში.
იტალიური ყავახანებიდან დაწყებული, თანამედროვე ყავის ბარების კულტურით დასრულებული, თითოეულ ყავის ტიპს თავისი ხასიათი აქვს, ასევე თავისი გემობრივი მახასიათებლები და გამორჩეული ისტორიაც.
ჩვენს ბლოგში გთავაზობთ ყველაზე პოპულარული ყავის ტიპების გიდს - მცირე ისტორიებით და საინტერესო ფაქტებით.
ესპრესო — იტალიური ყავის გულისცემა
პატარა და კონცენტრირებული ყავის ფინჯანი,სადაც წნევის მეშვეობით ცხელი წყლის ნაკადი წვრილად დაფქულ ყავაში იფილტრება.
გაჩნდა მე-19 საუკუნის იტალიაში, თუმცა პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ყავის სწრაფი მომზადების იდეა საფუძვლად დაედო ყავის ამ სახეობის სახელწოდებას და დახლთანვე, უმალ დალევის შესაძლებლობას უკავშირდება.
საინტერესო ფაქტი: ზედა ოქროსფერი ფენა ე.წ. კრემაა (crema) — რაც განასხვავებს ნამდვილ ესპრესოს ჩვეულებრივი ყავისგან. პროფესიონალები მის ფერს, სიმკვრივეს და სტრუქტურას ხარისხის მთავარ მაჩვენებლად მიიჩნევენ.
მაკიატო —რძით „მონიშნული“
ესპრესო, მცირე რაოდენობის რძით ან ქაფით
იტალიელიმა ბარისტებმა გამოიყენეს პრაქტიკული მეთოდი: იმისთვის რომ განესხვავებინათ რძიანი ესპრესო, დაიწყეს ოდნავ ქაფის ან ერთი კოვზი რძის დამატება ამ პატარა ყავის დოზაში. დროთა განმავლობაში ეს მიდგომა გარდაქიმნა ერთ-ერთი კლასიკური იტალიური ყავის სტილად.
საინტერესო ფაქტი: საერთაშორისო ქსელებში „macchiato“ შეიძლება სრულიად განსხვავებულად იყოს წარმოდგენილი. არ გაგიკვირდეთ თუ ხშირად ამ სახელწოდებით ტკბილ, ფენებად დაყოფილ სასმელს შემოგთვაზებენ.
რეკომენდებული მარცვლები:
ესპრესო ბლენდი სხეულიანი და ინტენსიური ექსტრაქტის მისაღებად ყველაზე კომფორტულია. არაბიკა და ცოტა რობუსტა კი ძლიერი ტექსტურისა და ხარისხიანი კრემას წინაპირობაა. Bottom of Form
ამერიკანო: მსუბუქი, მაგრამ არომატული კლასიკა
ესპრესოს დამატებული ცხელი წყალი. ინარჩუნებს ესპრესოს სტილიზებულ გემოს, თუმცა ფინჯანში უფრო მეტ წყალს ვამატებთ.
ხშირად უკავშირებენ WWII-ის პერიოდს, როცა ამერიკელი ჯარისკაცები იტალიაში ინტენსიური ესპრესოს წყლით განზავებას ითხოვდნენ.
საინტერესო ფაქტი: კარგი ამერიკანო არ ნიშნავს “სუსტს” — უბრალოდ უფრო გახსნილი და დაბალანსებულია.
რეკომენდებული მარცვლები:
საშუალო მოხალვის 100% არაბიკა: არომატების საკუთესო გამოხატულებისთვის. ასევე, არაბიკა/რობუსტას ნაზავი ყოველდღიურობის მარტივ და კომფორტულ გემოს ქმნის
კაპუჩინო — იდეალური ბალანსი
ესპრესო + თბილის რძე + რძის ქაფი (ჩვეულებრივ პატარა ჭიქაში.
კაპუჩინოს სახელწოდება უკავშირდება კაპუცინელი ბერების მანტიის ფერს, რომელიც რძიანი ყავის ტონითაა შეფერილი.
საინტერესო ფაქტი: იტალიაში კაპუჩინოს ძირითადად დილით მიირთმევენ და ცოტა უკვირთ, როცა კაპუჩინოს შუადღის შემდგომ უკვეთავენ.
რეკომენდებული მარცვლები:
საშუალო ან ძლიერი მოხალვა გვეხმარება ყავის გემო რძის ნაზავში არ დაიკარგოს. ნიგვზის/კარამელის ნოტების დამატება კი რძესთან საოცარ კომბინაციას იძლევა
ლატე — კრემიანი და დამამშვიდებელი
ესპრესო + დიდი დოზით თბილი რძე + თხელი ქაფი. „Caffè latte“ იტალიური ტერმინია, მაგრამ თანამედროვე ლატე განსაკუთრებით პოპულარული გახდა ყავის კულტურის გლობალიზაციის შემდგომ
საინტერესო ფაქტი: ლატე ძირითადად არომატიზებული ყავების ბაზად მოიაზრება. ასეთებია ვანილის, კარამელის ან თხილის ლატე.
რეკომენდებული მარცვლები:
საშუალო მოხალვის არაბიკა/რობუსტას ნაზავი დაბალანსებულ რძიან ყავას განაპირობებს

ფლეთ ვაითი — ნაკლებქაფიანი ხავერდოვანი სიამოვნება
ორმაგი ესპრესო + მიკროქაფი (თხელი, აბრეშუმისებური ფაქტურის რძე). ხშირად ასოცირდება ავსტრალია/ახალი ზელანდიის ყავის მოხმარების კულტურასთან.
საინტერესო ფაქტი: აქ საკვანძო მომენტი რძის ტექსტურაა -თხელი, ჰაეროვანი მიკროქაფი.
რეკომენდებული მარცვლები:
საშუალო მოხალვის არაბიკა/რობუსტას ნაზავი დაბალანსებულ რძიან ყავას განაპირობებს
როგორ ავარჩიოთ იდეალური ყავა
- გსურს გამორჩეული ინტენსიურობა? → ესპრესო / მაკიატო
- შედარებით დაბალანსებული სასმელი? → ამერიკანო
- რძე და ქაფი? → კაპუჩინო
- კრემიანი, ნაზი და დესრტის მაგვარი ყავა? → ლატე / ფლეთ ვაითი
