უკოფეინო ყავა: ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ მასზე
Share
წლების განმავლობაში დეკაფი (უკოფეინო) ყავა ყოველდღიური ყავის მომხმარების ჩრდილში იდგა. მეტწილად დაუფასებელი, კლასიკური ესპრესოს მოყვარულების მხრიდან სკეპტიკურად აღქმული დეკაფი დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ნაირსახეობაა. დეკაფი იმათთვისაა,ვისაც უყვარს ყავის გემო, არომატი და რიტუალი, მაგრამ ზედმეტ კოფეინს ერიდება.
მაშ, რა არის უკოფეინო ყავა, როგორ მზადდება და გემოს მახასიათებლებით რამდენად ახლოსაა რეგულარულ ყავასთან? მოდით, ერთად გავიგოთ.
რა არის დეკაფ ყავა?
დეკაფი, ანუ დეკოფეინიზებული ყავა, არის ყავა, რომლის მარცვლებიდან კოფეინის დიდი ნაწილი მოხალვამდე არის მოცილებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ დეკაფი სრულად კოფეინისგან თავისუფალი არ არის. ჩვეულებრივ, ერთი ფინჯანი დეკაფი შეიცავს დაახლოებით 2-დან 7 მილიგრამადე კოფეინს, მაშინ როცა ჩვეულებრივ ყავაში ეს რაოდენობა დაახლოებით 80 - 120 მგ-ს აღწევს.
მარტივად რომ ვთქვათ, ესეთი ტიპის ყავა კვლავ ინარჩუნებს ყავის არომატს, გემოსა და სხეულიანობას, უბრალოდ ნაკლები სტიმულაციით.

როგორ მზადდება უკოფეინო ყავა?
დეკოფეინიზაციის პროცესი იწყება ყავის მარცვლების მოიხალვამდე. კოფეინის მოცილება მწვანე მარცვლებიდან სპეციალური მეთოდის გამოყენებით ხდება, ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს გემო და არომატი.
ყველაზე გავრცელებული მეთოდებია:
Swiss Water Process - შვეიცარიული დამუშავება წყლით
ეს ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და პოპულარული მეთოდი.ა ამ პროცესში გამოიყენება მხოლოდ წყალი, ტემპერატურა და დრო, ქიმიური გამხსნელების გარეშე.
ყავის გურმანები ამ მეთოდს განსაკუთრებით აფასებენ, რადგან მარცვლის ბუნებრივი გემოს შენარჩუნება მაქსიმალურად კარგად არის შესაძლებელი.
CO₂ პროცესი
ეს გახლავთ თანამედროვე, ტექნოლოგიურად დახვეწილი მეთოდი, სადაც კოფეინის მოსაშორებლად გამოიყენება ნახშირორჟანგი. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია არომატებისა და გემოების შესანარჩუნებლად.
გამხსნელზე დაფუძნებული მეთოდი
ზოგი უკოფეინო ყავა მზადდება სპეციალური, საკვებისთვის უსაფრთხო გამხსნელების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „გამხსნელი“ საკმაოდ ტექნიკურად ჟღერს, პროცესი მკაცრად კონტროლდება და უსაფრთხოდ ითვლება.
განსხვავდება თუ არა დეკაფის გემო?
წლების წინ უკოფეინო ყავა ხშირად განსხვავდებოდა, თუმცა დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
თანამედროვე უკოფეიონო ყავებს აქვთ შოკოლადის, კარამელის, თხილის, კენკრისა და ციტრუსის ნოტები, რომლებიც ჩვეულებრივი ყავის თანმდევი არომატებია.
ხარისხიანი დეკაფი არ უნდა იყოს უგემური ან დამწვარი და ასეთ შემთხვევაში პრობლემა უფრო ხშირად მარცვლის ხარისხში ან მოხალვის პროცესშია და არა კოფეინის არარსებობაში.
კარგი უკოფენო ყავის გამორჩევა ბევრ ბრმა დეგუსტაციაშიც კი რთულია
რატომ ირჩევენ დეკაფს?
არსებობს უმარავი მიზეზი როდესაც უკოფეინო ყავა უფრო მართებულია დასალევად. დეკაფი უმჯობესია მივირთვათ თუ:
- კოფეინის მიმართ მაღალი მგრძნობელობის გვაქვს
ან
- ორსულობის პერიოდში
- ექიმის რეკომენდაციით
- საღამოს ყავის მომენტებისთვის
- უბრალოდ ყავის სიყვარულის გამო
ბევრისთვის დეკაფი საუკეთესო არჩევანია განსაკუთრებით საღამოს: სრულიად უვნებელი და არ აფრთხობს ღამის ძილს.
სინამდვილეში, კარგი დეკაფი თითქმის ყველამ ერთხელ მაინც უნდა გასინჯოს.
სტერეოტიპი, რომ დეკაფი „ნამდვილი ყავა არ არის“, უკვე დიდი ხანია შეიცვალა. დღეს ბევრი პრემიუმ ხარისხის ყავის მწარმოებელი ამაყად სთავაზობს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის დეკაფ ყავას.
Cafés Richard -ის ყავის კოლექციაში გვაქვს საინტერესო უკოფეინო ვარიანტები, რომლებიც ყავის ყველაზე კრიტიკულ მოყვარულებსაც დააკმაყოფილებს.
